„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს - როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპქეტრში ანაკლიის პორტის საქმეზე დავას - Palitra News

„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს - როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპქეტრში ანაკლიის პორტის საქმეზე დავას

2025-07-31 15:44:10+04:00

„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. როგორც უწყებაში ამტკიცებენ, ამით დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. ამის საპასუხოდ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გუნდში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო იტყუება, როდესაც ვაშინგტონის არბიტრაჟთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს, რადგან, მათივე შეფასებით, ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ თემას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც.