ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი ხვალ, 1-ელ აგვისტოს გაიმართება. მოახლოებულ სხდომაზე ადვოკატები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ. წინა სხდომაზე საქმის პროკურორებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილონ. ამასთანავე, ამაღლობელის მხარდამჭერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო საქმე აღძრეს. მმართველ პარტიაში კი ამის საპირისპიროს ამტკიცებენ. „ქართული ოცნების“ წევრები მზია ამაღლობელის ქმედებას „აბსოლუტურად ამორალურს“ უწოდებენ. როდის გამოცხადდება განაჩენი და როგორია ვარაუდები.