გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, ზოგან 38-40 გრადუსამდე - Palitra News

გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, ზოგან 38-40 გრადუსამდე

2025-07-31 13:12:35+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

მათივე ინფორმაციით, ტემპერატურა ზოგან 38-40 გრადუსამდე იქნება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).