პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა - Palitra News

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

2025-07-31 12:29:15+04:00

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. დაკავებული პირები ბელარუსის მოქალაქეები არიან. მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.