ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ MEGOBARI აქტის დაჩქარებული წესით მიღებაზე პაუზა სამიდან ერთმა სენატორმა მოხსნა. "მანამდე რაუფოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი, აჭიანურებდა. ამავე განცხადებას ჟურნალისტის სხვა განცხადებებიც მოჰყვა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულმა სენატორებმა განმარტეს, რომ ლობისტურმა ჯგუფებმა შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს "MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებდა. საკითხს საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, უახლოეს დღეებში მეგობარი აქტი დაჩქარებული წესით განიხილება და დასანქცირდებიან ქართული ოცნების ის მაღალჩინოსანი წევრები რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროინტეგრაციას. მმართველი გუნდი დოკუმენტს კვლავ ცილისმწამებლურსა და სიცრუით გაჯერებულ აქტს უწოდებს.