"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს - როგორია მხარეთა პოზიციები თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე - Palitra News

"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს - როგორია მხარეთა პოზიციები თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე

2025-07-31 12:15:34+04:00

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს. პარტიის ინფორმაციით, ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართება. კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის. ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ ის ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატია. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას. გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველომ მერობის საერთო კანდიდატზე გადაწყვეტილება 4 სექტემბრამდე უნდა მიიღონ. როგორც ამბობენ ამ ეტაპზე არაერთი შესაძლო კანდიდატურა განიხილება. შერჩევის პროცესი კი საზოგადოებასთან ღია კომუნიკაციასა და კვლევებზე დაყრდნობით წარიმართება. კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია რვა ოპოზიციური პარტია. ოპოზიციის რიგებიდან ვერსიებს შორის ისევ ჟღერდება გაერთიანების იდეა. როგორია მხარეთა პოზიციები თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე?