„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს. ოფიციალური ღონისძიება ხვალ, 31 ივლისს შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გუნდები - ლელო ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ასევე, ხვალ დაასახელებენ. თავის მხრივ, ბრძოლის განსხვავებულ გეგმაზე საუბრობს 8 ოპოზიციური ძალა, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. ამ კონტექსტში, დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის 8 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გავრცელდა, რომლის მთავარი იდეა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და კოორდინირებული პროტესტის ორგანიზება.