სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავეს - Palitra News

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავეს

2025-07-30 20:42:27+04:00

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ უწყებას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გააჩნია, შესაბამისად, შემთხვევის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა უსაფუძვლოა. ცანავას თანაგუნდელები ხელისუფლების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს.