„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მის მიმართ პრეტენზია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გაჰყვა. მსჯავრდებულმა დღეს შესავალი სიტყვა წარმოთქვა - მან კრიპტოვალუტის მითვისებასთან დაკავშირებით მის საქმეზე ისაუბრა, ასევე დაკავებასა და საქართველოში ჩამოყვანაზეც გააამხვილა ყურადღება. ბაჩიაშვილმა შესავალ სიტყვაში ციხეში მის ცემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. აღნიშნულ თემას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ - მმართველ პარტიაში ბაჩიაშვილის არ სჯერათ.