მაია სანდუ - რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება - Palitra News

მაია სანდუ - რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება

2025-07-30 15:55:54+04:00

რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციას სურს, რომ შემოდგომიდან მოლდოვის რესპუბლიკაზე კონტროლი მოიპოვოს და სექტემბრის არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს საარჩევნო კორუფცია და რუსეთის მხრიდან არალეგალური საგარეო დაფინანსება წარმოადგენს.

ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.