ალეკო ელისაშვილი - კალაძეს დიდი ბაქი-ბუქი ჰქონდა ატეხილი, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა დაიწყებოდა ლილოს ბაზრობამდე - ორი აგური ერთმანეთზე არ დაუდიათ - მექრთამე და გადამგდები ხალხი მართავს ამ ქალაქს და ეს 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ - Palitra News

ალეკო ელისაშვილი - კალაძეს დიდი ბაქი-ბუქი ჰქონდა ატეხილი, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა დაიწყებოდა ლილოს ბაზრობამდე - ორი აგური ერთმანეთზე არ დაუდიათ - მექრთამე და გადამგდები ხალხი მართავს ამ ქალაქს და ეს 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ

2025-07-30 15:23:52+04:00

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერს, კახა კალაძეს ამ დრომდე არ შეუსრულებია მის მიერ გაცემული დაპირება, რომელიც სამგორის მეტროდან ლილოს ბაზრობამდე, ასევე ლილოს ბაზრობიდან ქალაქ რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობას ითვალისწინებდა. ელისაშვილის თქმით, პროექტი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე ადგილზე შესაბამისი სამუშაოები არ განხორციელებულა.