როგორც ეხმაურებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

როგორც ეხმაურებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში

2025-07-30 15:19:38+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ,, იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა’’ - ნათქვამია განცხადებაში. საუბარია, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, 9 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც წერია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რამაც, ავტორიტარული მმართველობის დამყარებისკენ გარდამტეხი როლი შეასრულა. როგორც ეხმაურებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში?