რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. როგორც უცხოური მედია იუწყება, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია. ცუნამის ტალღამ სახალინის ოლქში პორტი და თევზსაჭერი საწარმო დატბორა. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში ორ მილიონამდე ადამიანისთვის ევაკუციის შესახებ განკარგულება გასცეს. ჰავაის გუბერნატორმა კი, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.