პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული, 2 კილოგრამამდე ნივთიერება აღმოაჩინეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.