უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილა კანონპროექტები, რომლებიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენას ეხება - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილა კანონპროექტები, რომლებიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენას ეხება

2025-07-30 09:34:14+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილა კანონპროექტები, რომლებიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენას ეხება. უმაღლეს რადაში დარეგისტრირებულია რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენას ეხება. ზელენსკიმ საკანონმდებლო ცვლილებების საკუთარი ვერსია რადაში მას შემდეგ წარადგინა, რაც პრეზიდენტის ოფისთან მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. 25 ივლისს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დეპუტატები 31 ივლისს განიხილავენ.