დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს, ლონდონი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მკაცრად აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის გამოცხადებისთვის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ახალისებს ტერორიზმს და ხელს უწყობს მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას. მანამდე, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის შესახებ საფრანგეთმა განაცხადა.