თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძეს პატიმრობა შეეფარდათ - Palitra News

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძეს პატიმრობა შეეფარდათ

2025-07-29 21:14:46+04:00

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძეს პატიმრობა შეეფარდათ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვასილ მხეიძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. სახელმწიფო ბრალდება კი - ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობის გამოყენებას. ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. როგორ წარიმართა დღევანდელი სასამართლო სხდომა?