„საქართველოს მელიორაციამ“ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმები განსაზღვრა - Palitra News

„საქართველოს მელიორაციამ“ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმები განსაზღვრა

2025-07-29 15:35:59+04:00

„საქართველოს მელიორაციამ“ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმები განსაზღვრა. შეხვედრაზე რეგიონში სარწყავი სისტემების არსებულ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის გასატარებელ ღონისძიებებსა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ გიგლა თამაზაშვილმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონში ის საირიგაციო სისტემები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს.