თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს პატიმრობა შეეფარდათ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვასილ მხეიძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. სახელმწიფო ბრალდება კი - ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობის გამოყენებას. ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას , ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. პროკურატურა საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებების შეფასებასაც აპირებს. რა ეტაპზეა საქმის წარმოების პროცესი?