გია ვოლსკი - ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეაა, როგორმე საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს - ეს არის სცენარი! - Palitra News

გია ვოლსკი - ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეაა, როგორმე საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს - ეს არის სცენარი!

2025-07-29 15:17:50+04:00

„ თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას. ქართული ოცნება ევროპელი დიპლომატების ნაწილს, კვლავ უსამართლო დამოკიდებულებასა და შანტაჟში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება არ უკვირს ოპოზიციას. ოპონენტების თქმით, შეზღუდვები მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს აღარ შეეხება და ყველა ვინც ქართული ოცნების პოლიტიკის თანაზიარია, ევროპული კურსიდან გადახვევის გამო პასუხისგება მოუწევს.