6 თვეში თბილისში 19 205 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია - Palitra News

6 თვეში თბილისში 19 205 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია

2025-07-29 13:53:28+04:00

6 თვეში თბილისში 19 205 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. როგორც ჩანს გაყიდვების შემცირება მეორადი ბინების ხარჯზე მოხდა. „ქორლიერსის“ უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში გაყიდვების 4.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი წლიურად 14.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასებს, „ქოლიერსის“ მიხედვით, დედაქალაქის ცენტრში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ახალ ბინებს, საშუალო ფასი ფართო ცენტრებში გაიზარდა 20.6%-ით, 10.5%-იანი მატება დაფიქსირდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრებში კი ფასები 7.4%-ით გაძვირდა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ახალ პროექტებში ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლიანი ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამ წლის იანვარ-ივნისში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 1 139 დოლარი იყო, წინა წლის პირველ ნახევარში კი 1 034 დოლარი.