,,ქართული ოცნება’’ თბილისის მერობის კანდიდატს სავარაუდოდ, 31 ივლისს წარადგენს. ვინ იბრძოლებს დედაქალაქის მერობისთვის?! - ოფიციალურ წარდგენამდე კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, მერობის კანდიდატი პოლიტიკურმა საბჭომ უნდა დაასახელოს. თბილისის მოქმედ მერს, მესამე ვადით მერობის სურვილი აქვს და როგორც ცნობილია, გუნდში მის კანდიდატურას მხარს უჭერენ. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებმა" დედაქალაქის მერად, არა კახა კალაძე არამედ ვინმე სხვა დაასახელოს. ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. კოლეგების აზრს არ იზიარებს ის 8 პარტია, რომლებმაც 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მათი აზრით, ლელოსა და გახარიას გუნდების გადაწყვეტილება წინააღმდეგობის ბრძოლის ღალატია.