საქართველოს კიდევ 10 მოქალაქისთვის ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ,,თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს’’ - წერს ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ მოსამართლეებს: ნინო გალუსტაშვილს, ჯვებე ნაჭყებიას, ირაკლი შვანგირაძეს, ვიქტორ მეტრეველს. პროკურორ მარი მეშველიანს, პროკურორ ნათია ტატიაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და ნინო წილოსანს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს.