ოპოზიციური პარტიების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას გუნდი მიიჩნევენ რომ „ქართული ოცნების’ დამარცხების ერთ-ერთი ბერკეტი სწორედ არჩევნების გზით უკომპრომისო ბრძოლაა, კოლეგების აზრს არ იზიარებს ის 8 პარტია რომლებმაც 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მათი აზრით, ლელოსა და გახარიას გუნდების გადაწყვეტილება წინააღმდეგობის ბრძოლის ღალატია.