ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - Palitra News

ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

2025-07-28 21:00:22+04:00

ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. - შეხვედრას მალაიზიის პრემიერ-მინისტრიმა უმასპინძლა და აღნიშნა, რომ მხარეები სასაზღვრო რეგიონებში შეტაკებების დასასრულებლად მზად არიან. ლიდერების შეხვედრას პოზიტიურად აფასებს კამბოჯის პრემიერ-მინისტრიც. მისი თქმით, ქვეყნებმა ერთმანეთის მიმართ ნდობა უნდა აღიდგინონ. ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებმა სასაზღვრო კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მალაიზიაში შედგა.

24 ივლისს დაწყებულ კონლფიქტს, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა და 200 000-მდე პირი იძულებით გადაადგილდა.