თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა

2025-07-28 20:59:50+04:00

თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა - დასავლური მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის მეხანძრე-მაშველები არიან, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბურსაში ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამ დროისთვის ქალაქ ბურსადან ევაკუირებულია 3 500 ადამიანი. 25 ივლისს ხანძარი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაჩნდა, რის გამოც მთავრობამ ორი პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.