შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, დაბა ჩაქვში ჩატარებულ, საავიაციო ძებნა-შველის უწყებათაშორის მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრო - Palitra News

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, დაბა ჩაქვში ჩატარებულ, საავიაციო ძებნა-შველის უწყებათაშორის მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრო

2025-07-28 20:58:07+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, დაბა ჩაქვში ჩატარებულ, საავიაციო ძებნა-შველის უწყებათაშორის მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრო.

სწავლების დაწყებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილმა თვითმფრინავმა ზღვის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც, სიმულაციური სწავლების სცენარით გათვალისწინებული სამაშველო მოქმედებები წარიმართა.

აღნიშნული უწყებათაშორისი სწავლების მიზანს წარმოადგენდა საავიაციო ძებნა-შველის სისტემაში ჩართული უწყებების ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, ინფორმაციისა და შეტყობინების მიღების პროცედურების სრულყოფა და საავიაციო შემთხვევების დროს, წყალსა და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას, ძებნა-შველის ოპერაციების დახვეწა.