თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებულთა ნაწილმა თბილისის მერიასთან აქცია ჩაატარეს - Palitra News

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებულთა ნაწილმა თბილისის მერიასთან აქცია ჩაატარეს

2025-07-28 20:56:21+04:00

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებულთა ნაწილმა თბილისის მერიასთან აქცია ჩაატარეს - ისინი გამოსახლების პროცესს აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას და მათ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით უშუალოდ დედაქალაქის მერთან საუბარს მოითხოვენ. მათ ამ თხოვნით ქალაქის მერს წერილობითი ფორმითაც მიმართეს. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლება 24 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ამასთანავე, ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც სამართალდამცავებმა, საერთო ჯამში, 17 ადამიანი დააკავეს.