დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ღუდუშაურის ადვოკატმა, ლევან სეფიაშვილმა განაცხადა, თუმცა ის საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
ამასთანავე, კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს მისთვის ცნობილი არაა.
აღნიშნულ თემას უკვე გამოხმაურნენ პოლიტიკური მხარეები