ანატოლი გიგაურის ადვოკატი - ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს - მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს - Palitra News

ანატოლი გიგაურის ადვოკატი - ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს - მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს

2025-07-28 15:18:14+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისგან განაჩენის გამოცხადებას ახლა ორი ბრალდებული ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაური ელოდებიან. ორივე სასამართლო სხდომა კონკრეტული თარიღის გამოცხადების გარეშე გადაიდო. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, რომ ანატოლი გიგაურის საქმეზე მხარეების მიერ წარმოდგენილი საკითხები გულდასმით შესწავლას საჭიროებს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოსამართლე ანატოლი გიგაურს მუხლის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას არ გამოიყენებს და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს ან გამამტყუნებენ, ან გამამართლებენ განაჩენს გამოუტანს.