უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს რეფორმის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ეს ერთ-ერთია იმ სამი შეუსრულებელი რეფორმიდან, რომელიც ევროკავშირისგან ტრანშის სრულად მიღებისთვისაა საჭირო. კანონი უკრაინის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის ახალ მოთხოვნებს, აქტივების მართვის გამჭვირვალე მექანიზმსა და აქტივების გადაცემაზე კონტროლს ითვალისწინებს. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ევროკავშირისთვის დაპირებული 16-დან სამი რეფორმა არ შეასრულა, რის გამოც მეოთხე ტრანში უფრო მცირე ოდენობის იქნება, ვიდრე იგეგმებოდა.