რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური საჰაერო იერიში განახორციელა, რომლის დროსაც 300-მდე სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა - Palitra News

რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური საჰაერო იერიში განახორციელა, რომლის დროსაც 300-მდე სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა

2025-07-28 12:42:54+04:00

აგრესორი ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება - ღამით, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური საჰაერო იერიში განახორციელა, რომლის დროსაც 300-მდე სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. რუსული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული შეტევის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. მნიშვნელოვნად დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები. უკრაინის მხრიდან განხორციელებული საპასუხო შეტევის შედეგად რუსული სამხედრო ობიექტი განადგურდა.