ამ დრომდე განხილვის მოლოდინშია მეგობარი აქტი, რომელსაც აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. კანონპროექტის ამოქმედებას 51 სენატორის მხარდაჭერა და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება. იმის გამო რომ 3 სენატორი აქტის მიღების იდეას არ იზიარებს, კანონპროექტის განხილვა დროში გაიწელება, თუმცა ქართულ ოპოზიციურ სივრცეში დარწმუნებული არიან რომ ოფიციალურ ვაშინგტონში აქტს მაინც მიიღებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული ოცნების დასანქცირების მიზნით, კომუნიკაციას არ წყვეტენ.