„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ძლიერი საქართველოსა და ,,გახარია საქართველოსთვის" სახით ბიძინა ივანიშვილმა სისტემური ოპოზიცია შექმნა. ოპოზიციის ნაწილის კრიტიკის მიუხედავად, უცვლელია პარტია ,,გახარია საქართველოსთვის" და ძლიერი საქართველოს გეგმები. ისინი მოქალაქეებთან შეხვედრებს, ხოლო, მერობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე - კონსულტაციებს აგრძელებენ. კონკრეტულ კანდიდატებზე არ საუბრობენ არც ქართულ ოცნებაში. უცნობია განიხილავენ თუ არა კახა კალაძეს თბილისის მერად მესამე ვადით.