ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირის დაკავებას ოპოზიცია აფასებს - Palitra News

ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირის დაკავებას ოპოზიცია აფასებს

2025-07-28 09:22:04+04:00

ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირის დაკავება ოპოზიციას გარკვეულ კითხვებს უჩენს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, პროცესი კორუფციასთან ბრძოლის მხოლოდ ფიქციური მხარეა, რადგან მაღალჩინოსნების დაკავება ანტიკორუფციულობასთან კავშირში არ არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, მიმდინარე მოვლენები შიდა კლანურ დაპირისპირებას აჩვენებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი. საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.