სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-41 გრადუსამდე მოიმატებს - Palitra News

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-41 გრადუსამდე მოიმატებს

2025-07-27 14:47:44+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის 38-41 გრადუსამდე მომატებაა მოსალოდნელი.

„27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.