აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი სანქციები მზადდება - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიან ვადაზე ადრე დაწესდეს. დონალდ ტრამპის მტკიცებით, პრეზიდენტი არსებულ ვითარებაზე დაკვირვების პროცესშია, ამის შემდეგ კი აგრესორი ქვეყნის სანქცირების გადაწყვეტილებას მიიღებს. აშშ-ის ლიდერი რუსეთის შესაძლო სანქცირებაზე 14 ივლისს ალაპარაკდა და დაადასტურა, რომ თუ 50 დღის ვადაში პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, აშშ-ის მხრიდან მკაცრი სანქციების ქვეშ მოყვებოდა.