უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრის პარალელურად აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება - რუსულმა ძალებმა უკრაინას 235 რაკეტით და დრონით შეუტიეს - მათივე ინფორმაციით, რუსებმა 208 უპილოტო საფრენი აპარატი და 27 რაკეტა გამოიყენეს. შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 კი მძიმედ დაშავდა. აგრესორი ქვეყნის მხრიდან თავდასხმის ფაქტს ვოლოდიმირ ზელენსკი კრიტიკულად ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მასირებულ შეტევაზე დუმილი დანაშაულია. პრეზიდენტის განმარტებით, სუმის ოლქის ოკუპაციასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ეს რეგიონი მტრისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტერიტორიად რჩება.