თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტები დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დაააჯარიმა, ხოლო ორი გამოსახლებული პირი, რომელიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველებია - 2000-2000 ლარით - Palitra News

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტები დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დაააჯარიმა, ხოლო ორი გამოსახლებული პირი, რომელიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველებია - 2000-2000 ლარით

2025-07-26 20:08:50+04:00

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტები დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დაააჯარიმა, ხოლო ორი გამოსახლებული პირი, რომელიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველებია - 2000-2000 ლარით. მანამდე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.