ევროპელი დიპლომატები ქართულ ოცნებას საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართით გამოთქმული მწვავე განცხადებების გამო აკრიტიკებენ - Palitra News

ევროპელი დიპლომატები ქართულ ოცნებას საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართით გამოთქმული მწვავე განცხადებების გამო აკრიტიკებენ

2025-07-26 20:04:17+04:00

ევროპელი დიპლომატები ქართულ ოცნებას საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართით გამოთქმული მწვავე განცხადებების გამო აკრიტიკებენ. ევროკავშირის პრესპიკერის განცხადების შემდგომ დღეს ჰერჩინსკის მხარდამჭერი განცხადებები რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ გამოაქვეყნა და დეზინფორმაციის გავრცელებაში თავად საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ ქართულ ოცნებაში. უმრავლესობის წევრების თქმით, ევროკავშირი საქართველოს მისამართით პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში არ მოქმედებს. რომელი დასავლური ქვეყნები ეხმაურებიანს საკითხს და როგორ პასუხობენ ქართულ ოცნებაში მათი მისამართით გამოთქმულ უკმაყოფილებას?