ევროკომისიისა და აშშ-ის პრეზიდენტების ოფიციალურ შეხვედრამდე 24 საათზე ნაკლები რჩება - ურსულა ფონ დერ ლაიენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდებიან, სადაც მხარეები სავაჭრო ურთიერთობებს დეტალურად განიხილავენ. ტრამპის განცხადებით, აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ცდილობს. მისი თქმით, ბრიუსელი შეთანხმების გასაფორმებლად მზადაა. მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში ევროკავშირის წევრებს 93 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე დასაწესებელი საპასუხო ტარიფები უკვე დამტკიცებული აქვთ.