რუსულმა ძალებმა უკრაინას 235 რაკეტით და დრონით შეუტიეს, ინფორმაციას უკრანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. - მათივე ინფორმაციით, რუსებმა 208 უპილოტო საფრენი აპარატი და 27 რაკეტა გამოიყენეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, შეტევის მთავარი მიმართულება დნეპროპეტროვსკის ოლქი იყო. აგრესორი ქვეყნის მხრიდან თავდასხმის ფაქტს ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მასირებულ შეტევაზე დუმილი დანაშაულია.