განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება - Palitra News

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-07-26 18:24:48+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან გაიმართა. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობისა და ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობას. მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები და სამომავლო გეგმები განიხილეს.