საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.