ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვლილთა რიცხვა 9-ს მიაღწია - Palitra News

ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვლილთა რიცხვა 9-ს მიაღწია

2025-07-26 13:00:37+04:00

ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვლილთა რიცხვა 9-ს მიაღწია. - გავრცელებული ცნობით, შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 122-ს შეადგენს. პარალელურად, გაერო-ს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ ღაზაში აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მძიმედ არასრულფასოვანი კვების მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სპეციალიზებული თერაპიული საკვები ამოიწურება.გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არაბული ანკლავი განზრახ მასობრივ შიმშილს განიცდის. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში პალესტინელების ტანჯვის უგულებელყოფის გამო საერთაშორისო საზოგადოება გააკრიტიკა, რაც, მისი თქმით, მორალურ კრიზისს წარმოადგენს.