ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შოტლანდიაში შეხვდება - Palitra News

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შოტლანდიაში შეხვდება

2025-07-26 12:59:42+04:00

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შოტლანდიაში შეხვდება. - მხარეები სავაჭრო ურთიერთობების განხილვას გეგმავენ. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ცდილობს. მისი თქმით, ბრიუსელი შეთანხმების გასაფორმებლად მზადაა. ევროკავშირის წევრებს, მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში, კენჭისყრით 93 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე დასაწესებელი საპასუხო ტარიფები უკვე დამტკიცებული აქვთ.