ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით პროგრესი შეიმჩნევა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით პროგრესი შეიმჩნევა

2025-07-25 15:53:14+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით პროგრესი შეიმჩნევა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დიდი ხნის შემდეგ რუსული მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით სიგნალებს პირველად ხედავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულების შესახებ დისკუსიები ლიდერების შეხვედრით უნდა დაიწყოს და უკრაინა ამ საკითხს საჯაროდ მუდმივად აყენებს.