თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მეორე დღეა მიმდინარეობს. ადგილზე კვლავ იმყოფებიან მოქალაქეები, რომელთა ნაწილსაც საცხოვრებელი სახლებიდან თავიანთი ნივთების გამოტანის შესაძლებლობა მისცეს. დღესვე ადგილზე კომპანიის წარმომადგენელი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სურვილის შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან. თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების განცხადებით, გამოსახლებულთა ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. დაკავებულის უფლებამდაცველის ინფორმაციით, პოლიციამ გუშინ სულ 17 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულების ნაწილი მცხეთის, ნაწილი კი კახეთის იზოლატორებშია გადაყვანიოლი.