ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. საქმეზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი გამოიკითხა. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა. საპირისპიროს ამტკიცებენ გახარიას გუნდის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ ყველა ინფორმირებული იყო. რა ბრალდებები აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს გიორგი გახარიასთან და რა არგუმენტებს უპირისპირებენ ექსპრემიერის გუნდის წევრები მწვავე განცხადებებს.