საერთაშორისო პარტნიორების მორიგი კრიტიკული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე მათ შორის კიბერსივრცეში,კვლავ არსებობს. საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ამერიკელი დიპლომატებიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო კრიზისშია, ის ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებ საინტერესოა. როგორ პასუხობენ მწვავე განცხადებებს საქართველოში.